„ევროაქტივი“ - იენს სტოლტენბერგის მანდატი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება
„ევროაქტივი“ - იენს სტოლტენბერგის მანდატი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წელი დარჩება თანამდებობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს ოთხმა დიპლომატმა „ევროაქტივს“ განუცხადა.

ნატო-ს დიპლომატების თქმით, ალიანსი სტაბილურობასა და ერთიანობას ეძებს და ცდილობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამიტომ, სავარაუდოდ, იენს სტოლტენბერგის მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

მედიის ცნობით, ნატო-ს დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ სტოლტენბერგი ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, ნატო-ს სამიტამდე გააკეთებს.

იენს სტოლტენბერგის ვადა უკვე ორჯერ გახანგრძლივდა – ერთხელ მეორე სრული მანდატით და მეორედ 2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.

ნატო-ს დიპლომატებმა ასევე განაცხადეს, რომ ვადის გახანგრძლივება დასავლეთის სამხედრო ალიანსს უფრო მეტ დროს აძლევს, რათა ფოკუსირება მოახდინონ უკრაინის მიმართ მოკლე და გრძელვადიან მხარდაჭერაზე.