ევრო 2026-ის შესარჩევი ეტაპი | 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მოგებით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხა და ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი ჯგუფის პირველ ორ მატჩში მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიასა და სლოვენიასთან ერთნაირი ანგარიშით დამარცხდა – 0:3 და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აღარ ჰქონდა.
ამის მიუხედავად, გუნდი ბოლო შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებთან მოტივირებული გავიდა – ანგარიში მე-2 წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა, რომელმაც მე-9 წუთზე დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ანასტასია ბუჩუკურის (45) და მარიამ გოგოლაძის (90) ანგარიშზეა.
საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენმა გუნდმა სამი ქულით მესამე პოზიციაზე დაასრულა. ჯგუფის გამარჯვებული კი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გახდა, რომელიც ფინალური ეტაპისთვის ბრძოლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განაგრძობს.