ევრო 2025 | საზონოვი პორტუგალიასთან ვერ ითამაშებს - საქართველოს ნაკრების მცველს ოპერაცია სჭირდება #1TVSPORT
ევრო 2025 | საზონოვი პორტუგალიასთან ვერ ითამაშებს - საქართველოს ნაკრების მცველს ოპერაცია სჭირდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან ევრო 2025-ის მესამე ტურის მატჩში საბა საზონოვი ვერ დაეხმარება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საბა საზონოვის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, გუნდის შეკრება დატოვა და იტალიაში გაემგზავრა – გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული ნაკრების მცველი 19 ივნისს ოპერაციას გაიკეთებს.

შეგახსენებთ, რომ საზონოვმა საფრანგეთთან ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში გოლი გაიტანა, მისი არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

ევრო 2025-ის მესამე ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას ტრენჩინის სტადიონზე 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე შეხვდება.