ევრო 2025 | საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
ევრო 2025 | საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT

15 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ეს ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაა და მოგების შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ექნება.

რამაზ სვანაძის გუნდმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ცნობილი გახდა, რომ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო მატჩს თბილისის „იბერიის“ ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი გამოტოვებს.

შვედეთმა ბოლო ტურის შეხვედრა ჯგუფის ლიდერთან, ნიდერლანდების ნაკრებთან 0:3 წააგო და შესარჩევი ტურნირი 17 ქულით ამ დროისთვის მეორე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ქულით მესამე პოზიციაზეა და ბალკანელებთან მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშებს.

მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთის შეძენა თამაშის დღესაც შეეძლებათ – რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალარო მატჩის დღეს დილის 10:00 საათიდან იმუშავებს. სტადიონის კარი მატჩამდე ორი საათით ადრე, 18:00 საათზე გაიღება.

U 21 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).

მცველები: ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა“), გიორგი მაისურაძე („ჟიტომირი“), ლადო ოდიშვილი („თელავი“), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა“ გორი), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი („დინამო თბილისი“), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), დავით გოცირიძე („დინამო თბილისი“).

ადგ გუნდი
1 ნიდერლანდები 10 10 0 0 32:3 30
2 შვედეთი 10 5 2 3 25:10 17
3 საქართველო 9 5 1 3 12:9 16
4 ჩრ. მაკედონია 9 4 0 5 7:13 12
5 მოლდოვა 10 2 1 7 7:20 7
6 გიბრალტარი 10 1 0 9 3:31 3