ევრო 2025 | საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მარტინში ივარჯიშა #1TVSPORT
ევრო 2025-ის მეორე ტურში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ მარტინში აღდგენითი ვარჯიში გამართა.
გუნდთან ერთად სავარჯიშო მოედანზე გავიდა საბა საზონოვიც, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებს მეორე გოლი გაუტანა, თუმცა მოგვიანებით დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. მისი დაზიანების სიმძიმე დღეს გახდება ცნობილი.
საფრანგეთთან გამართული მატჩი ფეხბურთელებისთვის ფიზიკურად განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. რამაზ სვანაძემ დღეს გუნდი მსუბუქად დატვირთა და პროცესი საათზე ნაკლებ დროში დასრულდა.
ევრო 2025-ის მესამე ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.