ევრო 2025 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება #1TVSPORT
ევრო 2025 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება #1TVSPORT

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის (ევრო 2025) ფინალური ეტაპის შეხვედრებზე, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს, ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და მას სლოვაკეთი უმასპინძლებს. C ჯგუფის სამ შეხვედრას უმცროსი „ჯვაროსნები“ 11, 14 და 17 ივნისს – პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტრიბუნაზე ბილეთების რეალიზაციას სფფ-ის ახალი პარტნიორი – biletebi.ge უზრუნველყოფს. გაყიდვა 11 მაისს დაიწყება და ფასი 12 ევრო (ეკვივალენტი ლარში) იქნება.

11 ივნისი, ჟილინა, 21:00 | პოლონეთი VS საქართველო – biletebi.ge 

14 ივნისი, ჟილინა, 21:00 | საფრანგეთი VS საქართველო – biletebi.ge

17 ივნისი, ტრენჩინი, 18:00 | საქართველო VS პორტუგალია – biletebi.ge

თითოეულ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.