ევრო 2025 | საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა #1TVSPORT
ევრო 2025-ის მეორე ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთს შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
საფრანგეთი – საქართველო 3:2
გოლი: ტელი (35-პენალტით). 1:1 აბუაშვილი (76. გორდეზიანის პასით). 2:1 საზონოვი (84. აბუაშვილის პასით). 2:2 ლეპენანი (89. აგუმეს პასით). 3:2 ბარი (90+12. ლუკებას პასით)
საფრანგეთი: რესტესი, სილდილია, მატსიმა, ლუკება, მერლინი, დუკური (90. ეჯუმა), ლეპენანი, აგუმე (90. სისე), ოდობერი (73. ბარი), ტელი (73. აბლინი), ლემარეშალი (61. ჩაუნა).
სათადარიგოები: ნკამბადიო, რისერი, ბაჰოია, მავისა, ზეზე, მაგასა, დიუფი.
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, საზონოვი, მაისურაძე, ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (55. აბუაშვილი), ლ. გაგნიძე (55. ო. მამაგეიშვილი), აზაროვი, ოდიშარია (66. გორდეზიანი), კვერნაძე (90+1. ოსიყმაშვილი), ეგოიანი (66. სიგუა).
სათადაროგოები: მაქაცარია, თანდილაშვილი, ოდიშვილი, იაკობიძე, ბედოშვილი, მორჩილაძე, მამაცაშვილი.
გაფრთხილება: ლეპენანი (13). საზონოვი (35). ლომინაძე (43).
არბიტრი: ი. სუნდბერგი (დანია).
ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში რამაზ სვანაძემ პირველი ტურის შემდეგ ორი ცვლილება განახორციელა – გიორგი აბუაშვილისა და გაბრიელ სიგუას ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში გიზო მამაგეიშვილი და ირაკლი ეგოიანი ათამაშა.
საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო, უპირატესობა მოიპოვა და ანგარიში 35-ე წუთზე პენალტით გახსნა – თერთმეტმეტრიანი ზუსტად მატის ტელმა შეასრულა.
თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ იცვლებოდა და რამაზ სვანაძემ ცვლილებებს მიმართა – შეცვლაზე შესულმა გიორგი აბუაშვილმა ჯერ სახიფათო მომენტი შექმნა, ხოლო 76-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა.
85-ე წუთზე, აბუაშვილის გადაცემის შემდეგ საბა საზონოვმა თავური დარტყმით ქართველი 21-წლამდელები წინ გაიყვანა.
ფრანგებმა მაინც მოახერხეს მატჩის შემოტრიალება – 90-ე წუთზე ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, არბიტრის მიერ დამატებულ მე-12 წუთზე კი მესამე გოლიც გაიტანეს.
ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ პოლონეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა. ბოლო ტურში 17 ივნისს საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდება – ტრენჩინში მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
|
|
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
| 1 |
პორტუგალია |
2 |
1 |
1 |
0 |
5:0 |
4 |
| 2 |
საფრანგეთი |
2 |
1 |
1 |
0 |
3:2 |
4 |
| 3 |
საქართველო |
2 |
1 |
0 |
1 |
4:4 |
3 |
| 4 |
პოლონეთი |
2 |
0 |
0 |
2 |
1:7 |
0 |