ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო რაუნდი | საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მასპინძელ სლოვენიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი მასპინძელ სლოვენიასთან გამართა და 1:2 დამარცხდა.
გორნაია რადგონაში გამართული დაპირისპირება გიორგი ჩიტაურის გუნდმა კარგად დაიწყო, აქტიურობდა და 31-ე წუთზე დაწინაურდა: ანდრია ბართიშვილმა შესანიშნავი დარტყმით მასპინძელთა კარის „ცხრიანი“ შეარხია.
სლოვენიელებმა მდგომარეობა მეორე ტაიმში გამოასწორეს. 49-ე წუთზე მათ მსაჯი დაეხმარა, ჩვენს კარში უსაფუძვლოდ დაინიშნა პენალტი, რომელიც დენის ვიდენოვიჩმა გამოიყენა, ხოლო ორ წუთში მასპინძლები ნეიც ვიჰერმა დააწინაურა და როგორც შემდეგ გაირკვა, გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა.
ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე შეხვედრას საქართველოს 17-წლამდე გუნდი 12 ოქტომბერს გამართავს პოლონეთთან, რომელმაც სომხეთი 8:0 დაამარცხა და პირველი ტურის შემდეგ სლოვენიასთან ერთად გალიდერდა.