ევრო 2025-ის პლეიოფი - ირლანდიის ქალთა ნაკრებმა საქართველო საპასუხო შეხვედრაშიც დაამარცხა #1TVSPORT
ევრო 2025-ის პლეიოფი - ირლანდიის ქალთა ნაკრებმა საქართველო საპასუხო შეხვედრაშიც დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის საპასუხო შეხვედრაში ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

ირის ანტმანის გაწვრთნილებმა პირველი მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე 0:6 წააგეს და განმეორებით მატჩში ფავორიტი ირლანდიის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. დუბლინის „ტალა სთეიდიემზე“ გამართულ შეხვედრაში ირლანდია სწრაფად დაწინაურდა – საქართველოს ნაკრების კარი მე-3 წუთზე ჯული რასელმა აიღო, ხოლო 31-ე წუთზე თავი კირა კარუსამ გამოიჩინა.

პირველ ტაიმში სხვაობა შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო, მაგრამ ირლანდიელების კაპიტანმა, კეტი მაკეიბიმ 35-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში (55) მიზანს მაინც მიაღწია.

ირლანდიის ნაკრებმა ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო (6:0, 3:0) და 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. საქართველოს ნაკრები ტურნირს დაემშვიდობა, მაგრამ ირის ანტმანის გუნდის პროგრესი აშკარაა – აქამდე „ჯვაროსნებს“ პლეიოფში არასოდეს უთამაშიათ.