ევრო 2024 | ზურიკო დავითაშვილი - ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესს განსხვავებული ემოცია აქვს #1TVSPORT
ევრო 2024 | ზურიკო დავითაშვილი - ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესს განსხვავებული ემოცია აქვს #1TVSPORT

ავსტრიაში მიმდინარე მოსამზადებელი ეტაპის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა – „ბორდოს“ ქართველი ლეგიონერის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე შედეგის მიღწევა სურთ.

„ჯერჯერობით კვლავ არასრული შემადგენლობით ვემზადებით. რამდენიმე ფეხბურთელი საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ შემოგვიერთდება. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესს განსხვავებული ემოცია აქვს – უფრო მშვიდად ვართ და ნაკლებად ვნერვიულობთ.

ჩემი აზრით, ავსტრიაში კარგი მოსამზადებელი შეკრება გამოგვივა და შესაბამისი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით, შედეგიც გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.

ევრო 2024-ისთვის საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში ამ ეტაპზე 14 მოთამაშე ემზადება, გუნდი სრული შემადგენლობით მომავალი კვირიდან შეიკრიბება. ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე „ჯვაროსნები“ 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.