ევრო 2024-ზე მოგებისთვის საფრანგეთის ნაკრების თითო ფეხბურთელი ნახევარ მილიონს მიიღებს #1TVSPORT
ევრო 2024-ზე მოგებისთვის საფრანგეთის ნაკრების თითო ფეხბურთელი ნახევარ მილიონს მიიღებს #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რამდენს მიიღებენ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები ევრო 2024-ზე გამარჯვების შემთხვევაში.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელებს ტურნირებში მონაწილეობისგან მიღებული შემოსავლის 30 პროცენტს აძლევს. ევრო 2024-ზე გუნდისთვის ფულადი ჯილდო ასეთი იქნება: ერთი მილიონი თითოეული მოგებისთვის ჯგუფურ ეტაპზე და 500 ათასი – ფრისთვის; 1.5 მილიონი ევრო 1/8 ფინალში გასვლისთვის; 2.5 მილიონი 1/4 ფინალისთვის; 4 მილიონი 1/2 ფინალისთვის; 5 მილიონი ფინალში გასვლისთვის და 8 მილიონი გამარჯვებისთვის.

ასე რომ, ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები რვა მილიონ ევროს გადაინაწილებენ.

თითოეული ფეხბურთელისთვის ზუსტი საპრიზო თანხა დამოკიდებული იქნება განაცხადის ზომაზე: თუ მასში იქნება 23 ფეხბურთელი, თითოეული მიიღებს 320 ათას ევროს, ხოლო თუ ნებადართული იქნება 26 ფეხბურთელის რეგისტრაცია, ინდივიდუალური ანაზღაურების თანხა შემცირდება 290 ათას ევრომდე.

გაზეთი L’Equipe აღნიშნავს, რომ უეფა-სგან ანაზღაურების გარდა, ფრანგი ფეხბურთელები მიიღებენ თანხას საიმიჯო უფლებებისგან – თითოეულს ერგება დაახლოებით 150 ათასი ევრო ფინალში გასვლის შემთხვევაში.

ფინალში გამარჯვებით საფრანგეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელისთვის საერთო ჰონორარმა შეიძლება 470 ათას ევროს მიაღწიოს. შედარებისთვის, საფრანგეთის ნაკრების ერთმა ფეხბურთელმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში თამაშისთვის 490 ათასი ევრო მიიღოს.

ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.