ევრო 2024 | The Guardian – საქართველომ ისტორიული პირველი ქულა დაიმსახურა, მაგრამ ბევრად მეტი შეეძლო #1TVSPORT
ინგლისურმა გამოცემა The guardian-მა ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტს, საქართველოს ნაკრებს წერილი მიუძღვნა.
„თუ საქართველოს გერმანიაში ყოფნა ოთხშაბათს გელზენკირხენში პორტუგალიასთან მატჩით დასრულდება, დიდი ემოციები აფეთქდება. საქართველოს ნაკრების მეორე მატჩიც პირველს ძალიან ჰგავდა.
ეს გუნდი ყოვლისშემძლეა ბურთით – ხმაურიანი, ინტენსიური, დაჟინებული და ზოგჯერ გულუბრყვილო, მაგრამ ყოველთვის მებრძოლი. საქართველომ ისტორიული პირველი ქულა დაიმსახურა, მაგრამ ბევრად მეტი შეეძლო, შეცვლაზე შემოსულ საბა ლობჟანიძეს მოგების ზღაპრული შანსი რომ არ გაეფლანგა.
ამ დროს საათი 94 წუთსა და 45 წამს აჩვენებდა. საფინალო სასტვენამდე 15 წამი რჩებოდა, როდესაც საქართველო კონტრშეტევაზე წავიდა. გიორგი ჩაკვეტაძემ მარჯვნივ ლობჟანიძე შენიშნა. ლობჟანიძემ პირველად დაარტყა, მაგრამ ვერ მიაღწია წარმატებას.
როგორ ვანუგეშოთ უნუგეშო? ეს კითხვა უტრიალებდა თავში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, რომელიც საფინალო სასტვენისთანავე ლობჟანიძესთან მივიდა.
ეს იყო ამაღელვებელი მატჩი იმ მომენტიდან, როდესაც მსაჯმა მონეტა ააგდო. ბევრი თვალსაზრისით, აბსურდული დასასრული იყო ის, რასაც ეს გიჟური თამაში ითხოვდა. ჩეხებმა კარში 12-ჯერ დაარტყეს, 11 კი მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.
მამარდაშვილი შთააგონებდა გულშემატკივრებს, რომლებიც მისი კარის უკან იდგნენ. ქართველი კიპერის და მისი გუნდისთვის ფანების გზავნილი ნათელი იყო – „დაიჯერე“ – ეწერა ზედა იარუსზე დაკიდებულ ბანერზე“.