ევრო 2024 | საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
თურქეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშა, თუმცა გუნდი მოედანზე არასრული შემადგენლობით გავიდა.
საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, ვისაც თურქეთთან შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მოედანზე მცირე დრო გაატარეს. ფეხბურთელებს, რომლებმაც ევრო 2024-ის სადებიუტო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 20 ივნისს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 21 ივნისს ჩვენი გუნდი ჩეხეთთან მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ვარჯიშის შემდეგ ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მატჩის მასპინძელ სტადიონზე ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება.
21 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)
10:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)
18:30 – საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (ჰამბურგი)