ევრო 2024 | პორტუგალიის ნაკრების ღია ვარჯიშზე დასწრების სურვილი 50 000-მა ადამიანმა გამოთქვა #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ღია ვარჯიშმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ESPN-ის ცნობით, ორგანიზატორებმა 6000 უფასო ბილეთი დაარიგეს, რომლისთვისაც რიგში 50 000 ადამიანი ჩადგა.
უფასო ბილეთის ზოგიერთმა მფლობელმა მისი გაყიდვა დაიწყო. ბუნებრივია, ინტერესის მთავარი ობიექტი პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომლის გამო ბილეთების ფასი 800 ევროს აღწევდა.
39 წლის რონალდუსთვის ევროპის მომავალი ჩემპიონატი კარიერაში მეექვსე იქნება. ევრო 2024-ზე პირველ მატჩს პორტუგალიელები 18 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავენ, საქართველოსთან კი 26 ივნისს გელზერკირხენში ითამაშებენ.