ევრო 2024 | პირველი ფრე ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე - დანიამ და სლოვენიამ ქულები გაიყვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფის პირველ მატჩში ერთმანეთს დანიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში თანაბარი გამოდგა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ფრე დაფიქსირდა – 1:1.

 

ფაქტები

  • ეს გუნდები სულ ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ხუთჯერ სკანდინავიელებმა გაიმარჯვეს, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. საინტერესოა, რომ დანია და სლოვენია ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ერთ ჯგუფში იყვნენ. ლუბლიანაში ჩატარებული მატჩი 1:1 დასრულდა, დანიაში კი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
  • კრისტიან ერიქსენი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (32), რომელმაც დანიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
  • სლოვენიელ იანჟას ნაკრების მაისურით 3 გოლი აქვს გატანილი. სამივე სკანდიანვიელთა კარში: პირველად დანიას გაუტანა კოპენჰაგენში, მეორედ – ფინეთს, მესამედ – ევრო 2024-ზე ისევ დანიას.

17′ წუთზე დანიელებმა სახიფათო შეტევა წამოიწყეს. იონას ვინდის ქუსლით გაკეთებული შესანიშნავი პასით კრისტიან ერიქსენმა ისარგებლა და მძიმე ევრო 2020-ის შემდეგ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გოლით დაუბრუნდა – 1:0.

77′ წუთზე სლოვენიელების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და იანჟამ შორეული დარტყმით დანიელების კარი აიღო – 1:1.

C ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა: