ევრო 2024 | კრიშტიანო რონალდო ნაკრებში გამოძახებამ გაახარა - ვამაყობ, რომ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატზე კვლავ წარმოვადგენ #1TVSPORT
ევრო 2024 | კრიშტიანო რონალდო ნაკრებში გამოძახებამ გაახარა - ვამაყობ, რომ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატზე კვლავ წარმოვადგენ #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ექვს ჩემპიონატზე ექნება ნათამაშები.

„ალ-ნასრის“ თავდამსხმელი განაცხადში მოხვედრას გამოეხმაურა და სიხარული ვერ დამალა:

„ვამაყობ, რომ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთელ წარმოვადგენ“, – დაწერა 39 წლის რონალდომ სოციალურ ქსელში.

ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფში საქართველოს, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. „ჯვაროსნები“ პორტუგალიას 26 ივნისს გელზენკირხენში დაუპირისპირდებიან.

კრიშტიანო რონალდუმ ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ცხრა მატჩში 10 გოლი გაიტანა და ბელგიელი რომელუ ლუკაკუს შემდეგ (14 გოლი) მეორე ბომბარდირი გახდა. 2023 წლის 20 ივნისს რეიკიავიკში მან ეროვნულ გუნდში მე-200 მატჩი ჩაატარა და 123-ე გოლი მიითვალა.

ევროპის ჩემპიონატისთის პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა შემდეგი მოთამაშეები გამოძახა:

მეკარეები: დიოგო კოსტა („პორტო“), ხოსე სა („ვულვერჰემპტონი“), რუი პატრისიო („რომა“).

მცველები: დანილო პერეირა („პარი სენ-ჟერმენი“), რუბენ დიასი („მანჩესტერ სიტი“), ანტონიო სილვა („ბენფიკა“), გონსალო ინასიო („სპორტინგი“), პეპე („პორტო“), ნუნო მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“) დიოგო დალოტი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჟოაო კანსელო („ბარსელონა“), ნელსონ სემედო („ვულვერჰემპტონი“).

ნახევარმცველები: ჟოაო პალინია („ფულჰემი“), ჟოაო ნევეში („ბენფიკა“), რუბენ ნევეში („ალ-ჰილალი“), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“), ბერნარდო სილვა („მანჩესტერ სიტი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ოტავიუ („ალ-ნასრი“).

თავდამსხმელები: რაფაელ ლეაო („მილანი“), ჟოაო ფელიქსი („ბარსელონა“), პედრო ნეტო („ვულვერჰემპტონი“), დიოგო ჟოტა („ლივერპული“), ფრანსისკო კონსეისაუ („პორტო“), გონსალო რამოსი („პარი სენ-ჟერმენი“), კრიშტიანო რონალდო („ალ-ნასრი“).