ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში ექვსი ესპანელი მოხვდა #1TVSPORT
ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში ექვსი ესპანელი მოხვდა #1TVSPORT

უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა ევრო 2024-ის შემდეგ სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

რჩეულთა შორის მოხვდა ევროპის ახალი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების ექვსი წარმომადგენელი, აგრეთვე ორი ფრანგი და თითო ფეხბურთელი ინგლისიდან, გერმანიდან და შვეიცარიიდან.

ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე – მაიკ მენიანი (საფრანგეთი);

მცველები – მარკ კუკურელია (ესპანეთი), ვილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), კაილ უოკერი (ინგლისი);

ნახევარმცველები – ფაბიან რუისი (ესპანეთი), დანი ოლმო (ესპანეთი), როდრი (ესპანეთი);

ფორვარდები – ლამინ იამალი (ესპანეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), ნიკო უილიამსი (ესპანეთი).

ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა 2:1 დაამარცხა ინგლისი და მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი.