ევრო 2024-ის შესარჩევში უკრაინა და ბელარუსი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან #1TVSPORT
ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის წილიყრისას უეფა დააშორებს ერთმანეთს უკრაინისა და ბელარუსის ნაკრებებს, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ასევე ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი, გიბრალტარი და ესპანეთი, კოსოვო და ბოსნია, კოსოვო და სერბეთი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები არ დაუშვეს ევრო 2024-ის შესარჩევში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო.
ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის წილიყრა 9 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში გაიმართება.