ევრო 2024 | ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმა ტურნირი მოგებით დაიწყო - საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2024-ის მეოთხე სათამაშო დღის დასკვნით შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრიას 1:0 მოუგო და D ჯგუფს ნიდერლანდებთან ერთად ლიდერობს.

 

ფაქტები

  • კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი არ აქვს გატანილი.
  • ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ავსტრიის ნაკრებმა რვიდან ექვსი მატჩი მოიგო, ავსტრიელებმა შესარჩევში მხოლოდ ბელგიის ნაკრებთან დაკარგეს ქულები – ერთი თამაში წააგეს და ერთი ფრედ ითამაშეს.
  • საფრანგეთის ნაკრებმა დიდიე დეშამის ხელმძღვანელბით ბოლო ოთხ დიდ საფეხბურთო ტურნირზე სამჯერ ფინალში ითამაშა – „სამფეროვნები“ ევრო 2016-ის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდნენ, 2018-ში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, 2022-ში კი მუნდიალის ფინალში არგენტინასთან დამარცხდნენ.
  • მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე ავტოგოლი ავსტრიელმა ვობერმა გაიტანა.
  • ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ევროპის ჩემპიონატზე მყოფ მწვრთნელთა შორის ყველაზე ასაკოვანია (გერმანელი სპეციალისტი 29 ივნისს 66 წლის ხდება).

38’ წუთი. საფრანგეთის ნაკრების შეტევისას ბურთი ფლანგზე კილიან მბაპემ მიიღო, მეტოქეს იოლად გასცდა და საჯარიმოში ჩააწოდა, ავსტრიელმა ვობერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საფრანგეთი დაწინაურდა – 1:0.

D ჯგუფის მეორე ტურში 21 ივნისს ავსტრიის ნაკრები პოლონეთს შეხვდება (20:00), საფრანგეთი – ნიდერლანდებს (23:00).