ევრო 2024 | ავსტრიამ ნიდერლანდები დაამარცხა და ურთულეს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT

ნიდერლანდებმა და ავსტრიამ ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო, მესამე მატჩი გამართეს. ფავორიტად ნიდერლანდელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ უხვგოლიან და დრამატულ მატჩში ავსტრიელებმა გიმარჯვეს – 3:2.

ფაქტები

  • ნიდერლანდებმა დიდ ტურნირებზე (მსოფლიო+ევროპის ჩემპიონატი) აქამდე ბოლო ორ შეხვედრაში ავსტრია ორივეჯერ დამაჯერებლად დაამარცხა – ნიდერლანდები vs ავსტრია (მსოფლიო ჩემპიონატი. 1978 წელი. 5:1, ევრო 2020. 2:0)
  • დღევანდელ მატჩამდე ავსტრიამ ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო შვიდ შეხვედრაში შვიდივეჯერ წააგო. ეს ავსტრიელებისთვის ერთი მეტოქესთან წარუმატებლობის ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. ავსტრიის ნაკრებმა ნიდერლანდების ეროვნული გუნდი ბოლოს 1990 წელს, ამხანაგურ მატჩში (3:2) დაამარცხა.
  • ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მეშვიდე ავტოგოლი გავიდა – ნიდერლანდელმა მალენმა ავსტრიის შეტევის მოგერიება სცადა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

6′ წუთი. ავსტრიელების კარგ თამაშს შედეგი მოჰყვა. ერთ-ერთი შეტევის დროს დონიელ მალენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მეტოქე დააწინაურა – 0:1.

47′ წუთი. მეორე ტაიმის დაწყებიდან მეორე წუთზე ნიდერლანდების ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. კოდი გაკპომ ევრო 2024-ზე მეორე გოლი გაიტანა  – 1:1.

59′ წუთი. რომანო შმიდმა ნიდერლანდელების კარი აიღო და ავსტრია ისევ დაწინაურდა – 2:1.

75′ წუთი. ნიდერლანდელების შეტევა მემფის დეპაიმ შესანიშნავი გოლით დააგვირგვინა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 2:2

80′ წუთი. მარსელ ზაბიცერმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და დრამატულ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2.

ავსტრიამ ნიდერლანდებთან მოპოვებული ამ გამარჯვებით D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.