ევრო 2023 | საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა, ნორვეგიამ – იტალია #1TVSPORT

00:58, 29.06.2023

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე D ჯგუფის დასკვნითი მატჩები გაიმართა. საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ამავე ჯგუფში ნორვეგიამ იტალიას 1:0 მოუგო.

ამგვარად, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე საფრანგეთისა და შვეიცარიის 21-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრები ისრაელმა 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ჩვენი 21-წლამდელების მეტოქე სწორედ ისრაელი იქნება.

მსგავსი