ევრო 2022 | უეფა-მ ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა #1TVSPORT
ევრო 2022 | უეფა-მ ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა #1TVSPORT

უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა ფუტსალში ევრო 2022-ის საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეული დაასახელა, სადაც მოთამაშეები მოხვდნენ უკრაინის, ესპანეთის, ყაზახეთის, რუსეთის და გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრებებიდან.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ზიკისთან ერთად სიმბოლურ გუნდში პირველად მოხვდა უკრაინელი მეკარე კირილ ციპუნი და ესპანელი სერხიო ლოზანო.

სიმბოლურ ნაკრების რეკორდსმენი ყაზახეთის ნაკრების ლიდერი დუგლას ჯუნიორია, რომელსაც ზედიზედ მესამე ტურნირის შემდეგ ხვდა ეს აღიარება. რუსეთის წარმომადგენელი სერგეი აბრამოვი კი ხუთ რჩეულს შორის მეორედ მოხვდა.

უეფა-ს ტექნიკური გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი მწვრთნელების, მიგელ როდრიგო და მატო სტანკოვიჩის მიერ. ისინი პასუხისმგებელნი არიან ტურნირის მიმოხილვაზეც, რომელიც ხელმისაწვდომი წლის ბოლოს UEFA.com-ზე იქნება.

ტურნირის სიმბოლური გუნდი

კირილ ციპუნი (უკრაინა, მეკარე)

სერხიო ლოზანო (ესპანეთი)

დუგლას ჯუნიორი (ყაზახეთი)

სერგეი აბრამოვი (რუსეთი)

ზიკი (პორტუგალია, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე)