ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი - ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. 26 ნოემბერს, 15:00 საათზე საქართველო მალტას დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მალტამ საკუთარ მოედანზე 2:1 მოიგო.
მალტასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართა. დისკვალიფიკაციის გამო, მალტასთან შეხვედრას ნინო პასიკაშვილი გამოტოვებს. მალტასთან თამაშის შემდეგ, 1 დეკემბერს ჩვენი ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას კვლავ საკუთარ მოედანზე ეთამაშება.
უახლოესი ორი შეხვედრისთვის ჩვენი გუნდი 26 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ფატიჰ ვატან სპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)
მცველები: ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი, ანა ჯოჯუა, ანი ძაძუა, მეგი ეჯიბია (ყველა – კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი)
ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე, ნათია დანელია (ორივე – კვარტალი, თბილისი), თეონა ბაქრაძე, ტატა მატვეევა (ორივე – ნიკე, თბილისი), თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა)
თავდამსხმელები: ნათელა წოწერია, ხატია ჭყონია (ორივე – ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი, ლელა ჭიჭინაძე (ორივე – ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი)
საქართველოსა და მალტას შორის შეხვედრა უეფა-ს რეგულაციების თანახმად მაყურებლის გარეშე შედგება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი ონლაინ პლატფორმებზე და „ტელესკოლის“ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.