ევრო 2020. შესარჩევი. F ჯგუფი - შვედეთმა და ესპანეთმა იოლად მოიგეს
ევრო 2020. შესარჩევი. F ჯგუფი - შვედეთმა და ესპანეთმა იოლად მოიგეს

ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებმა დიდი ანგარიშით დაამარცხეს ჯგუფის აუთსაიდერები და აგრძელებენ ლიდერობას.

ესპანეთის ნაკრების ბოლო შვიდი მატჩში მეექვსე გოლი გაიტანა სერხიო რამოსმა და მას ორი გოლი აკლია იმისთვის, რომ ესპანეთის ნაკრების 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდეს. მაგრამ ამ მატჩში რამოსის მთავარი მიღწევა ის იყო, რომ ეროვნულ გუნდში 122-ე მატჩი მოიგო და აბსოლუტური რეკორდი დაამყარა – გაუსწრო იკერ კასილიასს, რომელიც გულის ოპერაციის შემდეგ, აღდგენით კურსს გადის.

მნიშვნელოვანი მომენტი იყო ძირითად შემადგენლობაში სანტი კასორლას გამოჩენა. ბოლოს მას ნაკრების მაისური 2015 წელს ეცვა. ამის შემდეგ იყო უმძიმესი ტრავმა, ფეხის დაკარგვის საშიშროება. საბოლოოდ, 24 წლის ფეხბურთელისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და შედგა მისი დაბრუნება ნაკრებში – 1302 დღის შემდეგ!

შემდეგ ტურში ესპანეთი შვედეთს ხვდება, რომელიც დამაჯერებლად გაუსწორდა მალტას. ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა თავი კიასონმა. შესარჩევში ასეთი კარგი სტარტი სკანდინავიურ ნაკრებს 1978 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ამავე ჯგუფში დღის ქამბექი შედგა – 70-ე წუთისთვის ნორვეგია 2:0-ს უგებდა რუმინეთს, მაგრამ დაკარგა გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე.

F ჯგუფი

შვედეთი-მალტა 3:0

გოლები: 1:0 კიასონი (2), 2:0 კლაესონი (50), 3:0 ისაკი (81)

შვედეთი: ოლსენი – ლუშტიგი, იანსონი, ჰალენდერი, აუგუსტინსონი – ფორსბერგი, ოლსონი, ეკდალი (77. ლარსონი), კლაესონი – კიასონი (85. გუიდეტი), ბერგი (68. ისაკი).

ნორვეგია-რუმინეთი 2:2

გოლები: 1:0 ტ. ელიუნუსი (56), 2:0 ედეგორი (70), 2:1 კესერუ (77), 2:2 კესერუ (90+2)

ფარერები-ესპანეთი 1:4

გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (6), 0:2 ხესუს ნავასი (19), 1:2 ოლსენი (30), 1:3 გესტსონი (34-საკ. კარში), 1:4 გაია (71)

ესპანეთი: არისაბალაგა – ნავასი, სერხიო რამოსი (46. დ. ლორენტე), ერმოსო, გაია – სერხი რობერტო, როდრიგო, სანტი კასორლა – ასპასი (56. მარკო ასენსიო), ალვარო მორატა, ისკო (74. რუისი).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 3 3 0 0 8:2 9

2. შვედეთი 3 2 1 0 8:4 7

3. რუმინეთი 3 1 1 1 7:5 4

4. მალტა 3 1 0 2 2:6 3

5. ნორვეგია 3 0 2 1 6:7 2

6. ფარერები 3 0 0 3 3:10 0

10 ივნისი

ესპანეთი-შვედეთი (22:45)

მალტა -რუმინეთი (22:45)

ფარერები-ნორვეგია (22:45)