#ევრო2020 პლეიოფით დაბრუნდა - უელსი VS დანია და იტალია VS ავსტრია #1TVSPORT
18:31, 26.06.2021
ორდღიანი შესვენების შემდეგ ევროპის სტადიონებზე ევრო 2020-ის მატჩები განახლდება. 1/8-ფინალური ეტაპის პირველ დღეს ამსტერდამში ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან იტალია და ავსტრია, ხოლო ლონდონში – უელსი და დანია. პირველი მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება, მეორე – 23 საათზე. ორივეს პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
უელსი VS დანია
ეს გუნდები ერთმანეთს არც ევროპის ჩემპიონატზე შეხვედრიან, არც – მუნდიალზე. უელსმა შვეიცარიასთან პირველივე მატჩისას დაგვანახა, რომ ყოველმხრივ დალაგებული გუნდია.
რაც შეეხება დანიას, პირველ ტურში კრისტიან ერიკსენთან დაკავშირებული ამბის შემდეგ დანიელები არასტაბილურად თამაშობენ, თუმცა რუსეთთან 4:1 მოგებით დაამტკიცეს, რომ აფეთქება ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ.
სავარაუდო შემადგენლობები
იტალია (4-3-3): დონარუმა – დი ლორენცო, ბონუჩი, აჩერბი, სპინაცოლა – ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი – ბერარდი, იმობილე, ინსინიე.
„უელსის ნაკრების სათამაშო სტილს ფეხბურთელები განსაზღვრავენ – გვყავს ძალიან სწრაფი შემტევები, რომლებსაც კონტრიერიშზე გადასვლა კარგად შეუძლიათ. სწორედ ამიტომ მთელი მატჩის განმავლობაშ მეტოქის ნახევარზე ყოფნას არ ვაპირებთ, ჩვენს შანსს დაველოდებით.“
კასპერ ჰიუმლანდი (დანიის ნარების მწვრთნელი):
„დაბალანსებული გუნდი გვყავს, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია გამარჯვება. ჟურნალისტბი მეკითხებიან სასტარტო შემადგენლობის შესახებ. ვფიქრობ, დანია ის გუნდია, რომელიც მხოლოდ ძირითადის ფეხბურთელებზე არ არის დამოკიდებული. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ჩემი გუნდი განსაკუთრებით მეორე ტაიმში უმატებს“.
იტალია ავსტრიასთან ფავორიტია, თუმცა „სკუადრა აძურამ“ ევროპის ჩემპიონატი იმდენად ეფექტურად დაიწყო, ავსტრიაზე სახელოვან გუნდებთანაც შეიძლება ფავორიტად მივიჩნიოთ.
სხვათა შორის, ავსტრიისთვის ევროპის ჩემპიონატებზე ეს პირველი პლეი ოფია, თუმცა გუნდი მხოლოდ ჯგუფიდან გასვლით რომ არ დაკმაყოფილდება მის მიერ ჩატარებული მატჩებიდანაც ჩანს – უკრაინასთან და მაკედონიასთან ავსტრიელებმა ლამაზი ფეხბურთი უჩვენეს.
იტალიის ნაკრებს ბოლო 13 მატჩიდან ავსტრიასთან ერთიც არ წაუგია. აქედან 10 მოიგო. ბოლოს ავსტრიელებმა „სკუადრა აძურა“ 1960 წელს დაამარცხეს.
რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი):
„ავსტრიის ნაკრებს აქვს ხარისხი და აგრესია. ჩვენ დიდი მატჩი უნდა ჩავატაროთ ამ გუნდი დასამარცხებლად. პლეი ოფის სტადიაზე უკვე აღარ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, რადგან მისი გამოსწორებისთვის დრო შეიძლება აღარ დაგვრჩეს. აქ უნდა მოიგო ძალით და გამძლეობით“.
ფრანკო ფოდა (ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი):
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ რაღაცას ამ ევროპის ჩემპიონატზე და გვინდა, გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი და მოვხვდეთ მეოთხედფინალში, რომელიც მიუნხენში უნდა გაიმართოს. მაგრამ ჯერ სრული კონცენტრაცია იტალიის ნაკრებზე გვაქვს. მათ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს ჯგუფურ ეტაპზე. შესანიშნავად უტევენ, კარგად აკონტროლებენ ბურთს და ასევე კარგად გადადიან დაცვიდან იერიშზე და პიქირით. ვნახეთ, რომ ისინი ძალიან ძლიერად გამოიყურებოდნენ მატჩის ბოლო მესამედშიც, როცა ბევრი ცვლილება განახორციელეს შემადგენლობაში. ერთი სიტყვით. ძალიან სახიფათო გუნდია”.