ევროპის ჩემპიონატის პარალელურად სტარტს აიღებს EURO 2020 Fantasy Football
პირველი არხი გთავაზობთ საკუთარ „ფენტეზი ლიგას“!
მიიღეთ მონაწილეობა და მოიგეთ პრიზები: ტელევიზორი, 1000 და 500-ლარიანი ვაუჩერი „მეგატექნიკისგან“.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, დარეგისტრირდეთ EURO 2020-ის ვებგვერდზე, შექმნათ თქვენი „დრიმ თიმი“ და გაწევრიანდეთ პირველი არხის ლიგაში: web.1tv.ge/Fantasy (კოდი: 17WLADHC10)
EURO 2020 Fantasy Football არის თამაში, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ აირჩიოთ და მართოთ EURO 2020 ტურნირის საკუთარი Dream Team. თქვენ მიიღებთ ქულებს არჩეულ მოთამაშეთა რეალური შედეგების მიხედვით.
EURO 2020 Fantasy Football მუშაობს მატჩის დღეების მიხედვით. სულ შვიდი სათამაშო დღეა: ჯგუფური ეტაპის სამი ტური, მერვედფინალები, მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი.
EURO 2020 Fantasy Football: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ.
გუნდის არჩევა
დასაწყებად, უნდა აირჩიოთ 15 მოთამაშე
• ორი მეკარე
• ხუთი მცველი
• ხუთი ნახევარმცველი
• სამი თავდამსხმელი
ბიუჯეტი
Fantasy Football-ში, EURO 2020-ის თითოეულ მოთამაშეს ენიჭება ვირტუალური ფასი. თავდაპირველად ფეხბურთელების საყიდლად თქვენ მიიღებთ 100 მილიონს, რაც მერვედფინალების შემდეგ 105 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
მოთამაშეთა რაოდენობა თითოეულ გუნდში
• ჯგუფური ეტაპისთვის, ერთი გუნდიდან მაქსიმუმ სამი მოთამაშის არჩევა შეგიძლიათ.
• მერვედფინალისთვის ერთი გუნდიდან მაქსიმუმ ოთხი მოთამაშის არჩევა შეგიძლიათ.
• მეოთხედფინალისთვის ერთი გუნდიდან მაქსიმუმ ხუთი მოთამაშის არჩევა შეგიძლიათ.
• ნახევარფინალისთვის ერთი გუნდიდან მაქსიმუმ ექვსი მოთამაშის არჩევა შეგიძლიათ.
• ფინალისთვის, ერთი გუნდიდან მაქსიმუმ რვა მოთამაშის არჩევა შეგიძლიათ.
გუნდის მართვა
სასტარტო თერთმეტეულის არჩევა
ტურნირის განმავლობაში თითოეული მატჩის დღისთვის, თქვენი 15-მოთამაშიანი გუნდიდან 11 სასტარტო უნდა აირჩიოთ.
ქულას დააგროვებენ თქვენი საწყისი XI-ის მოთამაშეები. თუ რომელიმე თქვენი საწყისი ფეხბურთელი არ თამაშობს ამ დღეს, მათ ავტომატურად ჩაანაცვლებენ თქვენი სათადარიგო ფეხბურთელები. დამატებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ ჩანაცვლების განყოფილებას.
ფორმაციები
თქვენი გუნდისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფორმაცია, მხოლოდ იმ პირობით, თუ თქვენს სასტარტო შემადგენლობაში აირჩევთ მინიმუმ ერთ მეკარეს, მინიმუმ სამ მცველს, მინიმუმ ორ ნახევარმცველს და მინიმუმ ერთ თავდამსხმელს
კაპიტნის შერჩევა
ყოველთვის, როდესაც ცვლილებების შემდეგ გუნდს შეინახავთ, საწყისი XI-დან უნდა აირჩიოთ კაპიტანი. კაპიტნის მიერ შესაბამის მატჩის დღეს გამომუშავებული ქულები გაორმაგდება.
მატჩის პირველ დღეს, ყველა თამაშის დასრულების შემდეგ და სხვა თამაშების დაწყებამდე შეგიძლიათ თქვენი კაპიტნის მაგივრად სხვა ფეხბურთელი შემოიყვანოთ სათადარიგო სკამიდან, ან სხვა ფეხბურთელი გააკაპიტნოთ, რომელსაც შესაბამისი მატჩის დღეს ჯერ არუთამაშია. თუ თქვენმა თავდაპირველმა კაპიტანმა ვერ დააგროვა თქვენთვის სასურველი ქულების რაოდენობა, ეს საშუალებას გაძლევთ გააორმაგოთ სხვა მოთამაშის ქულები, რომელიც ფიქრობთ, რომ უფრო მეტ ქულას დაწერს ვიდრე თქვენი თავდაპირველი კაპიტანი.
თუ თქვენი კაპიტანი არ თამაშობს კონკრეტულ მატჩის დღეს და ამ დღის განმავლობაში თქვენ არ გაქვთ გაკეთებული რაიმე ცვლილება, თქვენი კაპიტანი ავტომატურად „გავა მოედნიდან “. ამასთან, მისი შემცვლელი არ მიიღებს კაპიტნის სამკლაურს და მისი ქულები არ გაორმაგდება.
თუ თქვენი კაპიტანი არ თამაშობს მატჩის დღეს, თუმცა ცვლილებები გაქვთ გაკეთებული, თქვენი კაპიტანი „გავა მოედნიდან“ და არც ერთი თქვენი მოთამაშე არ მიიღებს კაპიტნის სამკლაურს.
რჩევა: გუნდის კაპიტნად აირჩიეთ მოთამაშე, რომელიც ყველაზე ადრე თამაშობს. ამ გზით, თუ ის იმდენ ქულას არ დააგროვებს, რამდენსაც თქვენ მოისურვებდით, შეგიძლიათ კაპიტნის საკმლაური გადაიტანოთ თქვენს რომელიმე სხვა მოთამაშეზე, რომელიც მოგვიანებით თამაშობს.
ცვლილებები
მექანიკური ცვლილებები
მატჩის დღეებს შორის შეგიძლიათ გააკეთოთ იმდენი ცვლილება, რამდენიც გსურთ.
ერთ დღეს გამართული მატჩის დასრულებიდან შემდეგის დაწყებამდე შეგიძლიათ:
• გამოიყვანოთ მაქსიმუმ ოთხი მოთამაშე (თუ ისინი არ გააძევეს) და შეცვალოთ ისინი თქვენი სათადარიგოებით, რომელთა გუნდებსაც მატჩის დღის განმავლობაში ჯერ არ უთამაშიათ. ნებისმიერი მოთამაშე, რომელსაც გამოიყვანთ, 0 ქულას გამოიმუშავებს.
• შეცვალოთ კაპიტანი თქვენი გუნდის სხვა მოთამაშით, რომლის გუნდსაც ჯერ არ უთამაშია. თქვენი თავდაპირველი კაპიტნის ქულა აღარ გაორმაგდება, გაორმაგდება ახალი კაპიტნის ქულა.
გაითვალისწინეთ, რომ:
• მას შემდეგ, რაც დაადასტურებთ თქვენს ცვლილებებს (მათ შორის კაპიტნის შეცვლას), ცვლილებების გაუქმებას ან გადაკეთებას ვეღარ შეძლებთ.
• მატჩის დღის ბოლო თამაშის დაწყების შემდეგ თქვენს მიერ შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოყენებული იქნება მხოლოდ მომდევნო მატჩის დღეს.
• თუ მატჩის დღის დროს გააკეთებთ რაიმე სახის ცვლილებას, ავტომატური ცვლილება აღარ გაკეთდება. (იხილეთ ავტომატური ცვლილებების სექცია)
ავტომატური ცვლილება
თუ მატჩის დღეს არ შეცვლით მოთამაშეებს ან კაპიტანს, თქვენი ზოგიერთი ფეხბურთელი შეიძლება ავტომატურად ჩანაცვლდეს.
• თუ თქვენი სასტარტო მეკარე კონკრეტულ მატჩში არ თამაშობს, მაშინ მას სხვა მეკარე შეცვლის.
• თუ თქვენი რომელიმე ფეხბურთელი არ თამაშობს, მათ ავტომატურად ჩაანაცვლებენ სათადარიგოები.
• თუ მატჩის დღეს შეხვედრის დაწყებამდე განახორციელეთ ცვლილებები შემადგენლობაში, მაშინ ავტომატური ჩანაცვლება არ განხორციელდება.
ტრანსფერები
ტრანსფერები დაგეხმარებათ ტურნირის განმავლობაში მეტი ქულის მიღებაში.
EURO 2020- ის დაწყებამდე შეგიძლიათ გააკეთოთ იმდენი ტრანსფერი, რამდენიც გსურთ (თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში). ასევე შეგიძლიათ ტრანსფერების შეუზღუდავი რაოდენობით განხორციელება ჯგუფური ეტაპის დასრულებიდან და 1/8 ფინალის დაწყებამდე.
მთელი შეჯიბრის განმავლობაში, თქვენ მიიღებთ უფასო ტრანსფერს ყოველი მატჩის დღეს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია ტურნირის ეტაპზე.
ყველა ტრანსფერისთვის, რომელსაც განახორციელებთ უფასო ტრანსფერის კვოტის მიღმა, ჩამოგეჭრებათ ოთხი ქულა.
ჩემპიონატის დაწყებამდე – ტრანსფერის რაოდენობა ულიმიტო
ჯგუფური ეტაპის მსვლელობისას – 2 ტრანსფერი დღეში
ჯგუფურ ეტაპსა და 1/8 ფინალს შორის – ულიმიტო
1/8 ფინალსა და 1/4 ფინალს შორის – 3
1/4 ფინალსა და 1/2 ფინალს შორის – 5
1/2 ფინალსა და ფინალს შორის – 5
Wildcard
Wildcard-ის გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ის გაძლევთ შანსს შეცვალოთ თქვენი გუნდი სურვილისამებრ – შეგიძლიათ უფასო, ულიმიტო ტრანსფერები განახორციელოთ და ნებისმიერი მოთამაშე, რომელსაც აირჩევთ, დარჩება თქვენს გუნდში მატჩის დასრულების შემდეგაც.
თუ მატჩის დღეს უკვე გაქვთ გაკეთებული ტრანსფერი და შემდეგ იყენებთ Wildcard- ს, თქვენ მიერ ადრე განხორციელებული ტრანსფერები გაუქმდება, ქულების გამოქვითვასთან ერთად.
Wildcard- ის მისაღებად აირჩიეთ „Wildcard- ის გააქტიურება“ და შემდეგ დაადასტურეთ ტრანსფერები, რომელთა განხორციელებაც გსურთ.
სათამაშო კვირა
ბოლო ვადა
მატჩის დღე 1 – 11 ივნისი 21:00 საათი
მატჩის დღე 2 – 16 ივნისი 15:00 საათი
მატჩის დღე 3 – 20 ივნისი 18:00 საათი
მერვედფინალი
26 ივნისი 18:00 საათი
მეოთხედფინალი
02 ივლისი 18:00 საათი
ნახევარფინალი
06 ივლისი 21:00 საათი
ფინალი
11 ივლისი 21:00 საათი
სატრანსფერო ვადის ამოწურვის შემდეგ შესრულებული ტრანსფერები აისახება შემდეგი მატჩისთვის.
ქულები
ევრო 2020-ის მიმდინარეობისას, თქვენი მოთამაშეები მიიღებენ ქულებს, მათი რეალური თამაშის ხარისხიდან გამომდინარე. ზოგიერთი მოქმედება ჯილდოვდება თანაბარი ქულით მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციისაა მოთამაშე, ხოლო ზოგიერთი მოქმედება ჯილდოვდება სხვადასხვა ქულით, მოთამაშის პოზიციიდან გამომდინარე:
სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა: 1 ქულა
60 წუთი მოედანზე: 2
გოლი საჯარიმოს გარედან: 1
საგოლე პასი: 3
პენალტის მოპოვება: 2
პენალტის გაშვება: -1
პენალტის გაფუჭება: -2
ყვითელი ბარათი: -1
წითელი ბარათი: -3
ავტოგოლი: -2
მეკარე
გოლის გატანა: 6
პენალტის მოგერიება: 5
კარის მშრალად შენახვა*: 4
3 მოგერიება: 1
2 გაშვებული გოლი: -1
მცველები
გოლის გატანა: 6
კარის მშრალად შენახვა*: 4
2 გოლის გაშვება: -1
ნახევარმცველები
გოლის გატანა: 5
კარის მშრალად შენახვა*: 1
თავდამსხმელები
გოლის გატანა: 4
*მოთამაშეს ქულა ეწერება მხოლოდ მაშინ, თუ ის მოედანზე მინიმუმ 60 წუთს გაატარებს.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ქულები დაანგარიშების შემდეგ აღარ შეიცვლება.
კარის მშრალად შენახვა
მოთამაშე მიიღებს ქულას კარის მშრალად შენახვისთვის, თუ მისი მოედანზე ყოფნისას (მინიმუმ 60 წუთი) გუნდი გოლს არ გაუშვებს.
თუ მოთამაშეს 60 წუთის შემდეგ შეცვლიან და გუნდი გოლს გაუშვებს, მშრალად შენახული კარის ბონუსი მაინც დარჩება.
წითელი ბარათი
თუ მოთამაშე მიიღებს წითელ ბარათს, და გუნდი გოლს გაუშვებს, მაინც მოგაკლდებათ ქულა, თქვენი მოთამაშის მოედანზე არყოფნის მიუხედავად.
თუ მოთამაშე მიიღებს ყვითელ ბარათს, შემდეგ კი წითელ ბარათს, თქვენ მხოლოდ წითელი ბარათისთვის დაჯარიმდებით.
თუ თქვენი კაპიტანი მიიღებს წითელ ბარათს, შემდეგი მატჩისთვის შეგიძლიათ კაპიტნის სამკლაური სხვა მოთამაშეს გადასცეთ.
თქვენ არ შეგიძლიათ გაიყვანოთ მოთამაშე, რომელსაც აქვს წითელი ბარათი.
საგოლე პასი
მოთამაშე იღებს ქულას საგოლე პასისთვის თუ ის აკეთებს პასს, ჩაჭრას, თავურს ან დარტყმას, რომელსაც მოჰყვება გოლი. ეს ასევე გულისხმობს კუთხურებს, აუტებს და საჯარიმო დარტყმებს.
მოთამაშე მიიღებს ქულას საგოლე პასისთვის, იმ შემთხვევაშიც თუ მისი დარტყმა მოხვდა ძელს, ან მოიგერია მეკარემ ან მცველმა და თანაგუნდელმა დამატებაზე შეძლო გოლის გატანა.
მოთამაშეები იღებენ ქულას საგოლე პასისთვის მაშინაც, თუ მათმა პასმა ან დარტყმამ გამოიწვია მეტოქის მიერ საკუთარ კარში გოლის გატანა. პენალტის მოპოვება არ ჩაითვლება საგოლე პასად, ამ შემთხვევაში მოთამაშე ქულას მიიღებს პენალტის მოპოვებისთვის.
ერთი გოლის დროს მხოლოდ ერთ მოთამაშეს ეწერება საგოლე პასის ქულები.
თუ გოლი გადის სოლო რეიდის ან დრიბლინგის შედეგად, ქულას საგოლე პასისთვის არავინ მიიღებს.
სათამაშო წუთები
ზოგიერთი მოქმედებისთვის ქულების მისაღებად, ფეხბურთელმა მინიმუმ 60 წუთი უნდა ითამაშოს. თუ თქვენი მოთამაშე შეიცვლება მე-60 წუთზე, მას თამაშად ჩაეთვლება 59 წუთი და ვერ მიიღებს ქულას.
დამატებითი ტაიმები და პენალტები.
მოთამაშე შეძლებს ქულის მიღებას დამატებით ტაიმებშიც, თუმცა არა პენალტების სერიაში.
გამარჯვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირველი არხის სპორტის ფეისბუქ გვერდზე.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- იყოთ 18 წელს გადაცილებული.
- არ იყოთ დასაქმებული საქართველოს პირველ არხზე.