„ევრო 2020“-ის საგზურისთვის საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება
„ევრო 2020“-ის საგზურისთვის საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება

საქართველოს ნაკრების მეტოქე „ევრო 2020“-ის პლეიოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები იქნება. ეს სკოპიეში გამართული მატჩის შემდეგ გაირკვა.

საქართველოს ნაკრებმა თბილისში ბელარუსთან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 1:0 მოიგო. ასევე გაუჭირდა ჩრდილოეთ მაკედონიას კოსოვოს ნაკრების დამარცხება, რომელსაც სკოპიეში უმასპინძლა.

შეხვედრამდე კოსოვოს ნაკრებმა დიდი დანაკლისი განიცადა, გუნდს ხუთი მოთამაშე ვერ დაეხმარა – „ლაციოს“ თავდამსხმელი ვედატ მურიჩი, გუნდის კაპიტანი, „ნაპოლის“ მცველი ამირ რაჰმანი და ბრემენისვერდერის“ თავდამსხმელი მილოტ რაშიცა. ასევე, „ციურიხის“ ნახევარმცველი ჰეკურან კრიეზიუ და „ლუცერნისშუახაზელი იდრიზ ვოცა.

ამის მიუხედავად, კოსოვომ მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა. შეხვედრა მასპინძლებისთვის იღბლიანად დაიწყო – მე-16 წუთზე სტეფან რისტოვსკის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში კოსოვოს ნაკრების ნახევარმცველმა, ბენჯამინ კოლილიმ ჩაჭრა.

კოსოვოს ნაკრებმა გაიბრძოლა და 29-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა – შეტევაში ჩართულმა მცველმა ფლორან ჰადეჯონაიმ ჩრდილოეთ მაკედონიელთა მეკარეს, სტოლე დიმიტრიევსკის წინ დაუფიქრებლად გამოსვლა არ აპატია და ბურთი თავზე გადაუგდო – 1:1.

მასპინძლები მეორედ 33-ე წუთზე დარკო ველკოსკიმ დააწინაურა, რომელმაც ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ჩრდილოეთ მაკერდონიამ ანგარიშით 2:1 მოიგო.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისში, „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს გაიმართება.