ევოლუცია და არა რევოლუცია - ნიდერლანდებში ფეხბურთის ახალ წესებს გამოცდიან
ევოლუცია და არა რევოლუცია - ნიდერლანდებში ფეხბურთის ახალ წესებს გამოცდიან

ნიდერლანდების ფეხბურთის ხელმძღვანელობა გეგმავს ადგილობრივ ჩემპიონატში ახალი წესების გატესტვას. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ჰეის დე იონგმა.

აუტიდან ბურთის ხელებით მოწოდების ნაცვლად, გაზონზე დაფიქსირებულ ბურთს თამაშში ფეხით შეიტანენ. ჯარიმის შესრულებისას, ფეხბურთელებს ბურთის დამოუკიდებულად გათამაშება შეეძლებათ, ანუ უფლება ექნებათ პასი არ მისცენ და თავად განაახლონ თამაში. მესამე წესი – მოთამაშის დროებითი გაძევება ყვითელი ბარათის გამო.

გარდა ამისა, იგეგმება ფეხბურთელების შეცვლაზე ლიმიტის მოხსნა.

თავდაპირველად, ახალ წესებს გამოცდიან ნიდერლანდების ახალგაზრდულ ლიგებში.

„რა თქმა უნდა, ყველა ექსპერიმენტს არ მოჰყვება აუცილებლად თამაშის წესების ცვლილება. მაგრამ ვალდებულად ვთვლით თავს – ვიფიქროთ ცვლილებებზე, რათა ძირითადი საფუძვლების შეცვლის გარეშე, ფეხბურთი უფრო მომხიბვლელ სახეობად ვაქციოთ. ეს არ არის რევოლუცია, ეს არის ფეხბურთის ევოლუცია. ფეხბურთი არ შეიძლება ერთ ადგილზე იდგეს”, – მოჰყავს დე იონგის სიტყვები Ad.nl-ს.