ევგენი პრიგოჟინი - „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში შეიარაღების ნაკლებობის გამო იღუპებიან, რადგან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კაბინეტებში სუქდება
ევგენი პრიგოჟინი - „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში შეიარაღების ნაკლებობის გამო იღუპებიან, რადგან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კაბინეტებში სუქდება

„ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში შეიარაღების ნაკლებობის გამო იღუპებიან, რადგან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა კაბინეტებში სუქდება, – ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

„ვაგნერის“ ხელმძღვანელის თქმით, მებრძოლები შეიარაღების 70-პროცენტიან ნაკლებობას განიცდიან.

„ესენი არიან „ვაგნერის“ ბიჭები, რომლებიც დღეს დაიღუპნენ. მომისმინეთ, ნაძირალებო, ესენი ვიღაცის მამები და ქმრები არიან. ის ნაძირალები, რომლებიც არ გვაძლევენ შეიარაღებას, ჯოჯოხეთში იქნებიან და თავის შიგნეულობას გაღრღნიან. საბრძოლო მასალის 70-პროცენტიანი დეფიციტი გვაქვს. შოიგუ, გერასიმოვ, სად ჯანდაბაშია საბრძოლო მასალა? შეხედეთ მათ. საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალას თუ მოგვცემთ, მათი რაოდენობა ხუთჯერ ნაკლები იქნება“, – განაცხადა ევგენი პრიგოჟინმა.