ევგენი პრიგოჟინი - უკრაინამ 400 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე შეკრიბა და ერთ კვირაში კონტრშეტევის დაწყებას გეგმავს
უკრაინამ 400 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე შეკრიბა და ერთ კვირაში კონტრშეტევის დაწყებას გეგმავს, – ამის შესახებ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსულ ე.წ. აქტივისტების ჯგუფთან, „კიბერფრონტთან“ შეხვედრისას განაცხადა.
ევგენი პრიგოჟინის თქმით, უკრაინის არმია ნიადაგის გამოშრობას ან საბრძოლო მასალის შევსებას ელოდება.
„ვაგნერის“ ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის არმია არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს და სასურველია, რომ რუსეთმა ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის რეგიონების საზღვრები დახუროს.
ევგენი პრიგოჟინმა გააკრიტიკა რუსული მედია რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის დამშვიდების მცდელობის გამო.
„არ შეიძლება პრობლემების დამალვა – მტერი სერიოზული და კარგად მომზადებულია. თუ დღეს წავა და რუსეთის საზღვრებს მიაღწევს, სიტუაცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვლება. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ ფრონტის ყველა სექტორზე“, – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.