ევგენი პრიგოჟინი - დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგოროდში, კურსკსა და ბრიანსკში აფეთქებებია და ადამიანები კვდებიან
ევგენი პრიგოჟინი - დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგოროდში, კურსკსა და ბრიანსკში აფეთქებებია და ადამიანები კვდებიან

ბელგოროდში არსებულ ვითარებას რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ეხმაურება. ევგენი პრიგოჟინის თქმით, „სპეციალური ოპერაცია“ ომად გადაიქცა.

„დე ფაქტო ახლა იქ ომი მიმდინარეობს. დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგოროდში, კურსკსა და ბრიანსკში აფეთქებებია და ადამიანები კვდებიან“, – აცხადებს პრიგოჟინი.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები არაფერს აკეთებენ რუსეთის საზღვრების დასაცავად.

„ეს მათი პასუხისმგებლობაა. ისინი არ წარმოადგნენ თავდასხმის სამინისტროს, ისინი არიან თავდაცვის სამინისტრო, ამიტომ ვალდებულები არიან, ქვეყანა დაიცვან“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები იმყოფებიან და მათთან ბრძოლა მიმდინარეობს.

რუსული მედია იუწყება რამდენიმე დაშავებული სამოქალაქო პირის შესახებ. მათივე ცნობით, ოლქის ტერიტორიაზე ამოქმედდა საგანგებო გეგმა სახელწოდებით „ედელვეისი“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პირადი შემადგენლობის მობილიზაციას ითვალისწინებს.

თავის მხრივ, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ და „რუსული მოხალისეთა კორპუსი“ მოქმედებს და უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხობის ზოლს“ აწყობს.