ეუთო-ში აშშ-ის მისია – 2008 წელს რუსეთის თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათ შესახებ, ვინც კვლავ იტანჯება საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციების შედეგად
ეუთო-ში აშშ-ის მისია 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათ შესახებ, ვინც კვლავ იტანჯება საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციების შედეგად.
„15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ბევრი მათგანი იძულებით გადაადგილებულია და იდევნება. 2008 წელს რუსეთის თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათ შესახებ, ვინც კვლავ იტანჯება საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციების შედეგად“, – ნათქვამია განცხადებაში.
15yrs ago Russia invaded Georgia. For decades, the citizens of 🇬🇪 in Abkhazia & South Ossetia live under 🇷🇺 occupation & many have been displaced & persecuted. 🇷🇺’s 2008 attack is a somber reminder of those who continue to suffer in the wake of 🇷🇺’s invasions of 🇬🇪&🇺🇦 pic.twitter.com/hdIdhJzw4a
— U.S. Mission to OSCE (@usosce) August 7, 2023