ეუთო-ში მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო
ეუთო-ში მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადება მიიღო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ვენიდან იუწყება, სადაც ეუთო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს.

ეუთო-ში საქართველოს მეგობრები რუსეთს საერთაშორისო ნორმების დაცვისა და აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს მეგობრები გმობენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და ე.წ. ბორდერიზაციას.

ეუთო-ს წევრი ქვეყნები ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრების მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და რუსეთს მოუწოდებენ, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს მოლაპარაკებებში.

მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეტი, რუმინეთი.

დატოვე კომენტარი