ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი - შაბათს, როდესაც დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან დაბრუნდებიან, შევაგროვებთ ინფორმაციას, რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი - შაბათს, როდესაც დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან დაბრუნდებიან, შევაგროვებთ ინფორმაციას, რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე

შაბათს, დღის ბოლოს, როდესაც დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან დაბრუნდებიან, შევაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა, პაია ლიისა კაუმამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთოს-საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას პირველ ნოემბერს გამართავს.

„ჩვენ ეუთო-ს საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიაში, ყველას ერთად პარლამენტის 16 წევრი გვყავს. ჩვენი ორგანიზაციიდან 25 ადამიანი, ასევე არიან დამკვირვებლები ნატო-ს სადამკვირვებლო მისიიდან. სემინარი ხვალაც გვექნება, ასევე გვექნება შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, როგორ უყურებენ ისინი არჩევნებს.

ჩვენ პრესკონფერენციას პირველ ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში გავმართავთ, მაგრამ შაბათს, დღის ბოლოს, როდესაც დამკვირვებლები საარჩევნო უბნებიდან დაბრუნდებიან, შევაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე. ასე რომ, შაბათს საღამოს
უკვე გვეცოდინება ზოგადი სურათი.

ჩვენ ვიმუშავებთ წყვილებში. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოული წყვილი სხვადასხვა ადგილზე წავა, უმეტესად თბილისში. დამკვირვებლების მხოლოდ ერთი წყვილი გავა რეგიონში.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად წარიმართოს. ასევე ვიცით, რომ თქვენ გაქვთ ახალი სისტემა და დავაკვირდებით, პრაქტიკაში როგორ იმუშავებს“, – განაცხადა პია ლიისა კაუმამ.

დატოვე კომენტარი