ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გამოსაყვანად მხარეებს ჰუმანიტარული ზავის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გამოსაყვანად მხარეებს ჰუმანიტარული ზავის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ბრძოლის ველიდან დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გამოტანის მიზნით კონფლიქტის მხარეებს ჰუმანიტარული ზავის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ საუბარია ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, იგორ პოპოვის (რუსეთი), სტეფან ვისკონტის (საფრანგეთი) და ენდრიუ შოფერის (აშშ) ერთობლივ განცხადებაში.

თანათავმჯდომარეები კვლავ მოუწოდებენ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტაკებები და დაუბრუნდნენ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს წინაპირობების გარეშე. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ კონფლიქტში საგარეო მხარეების მონაწილეობა ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობის მიღწევის მცდელობებს.

თანათავმჯდომარეები მკაცრად გმობენ სამხედრო მოქმედებებს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და შეტევას სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, კონტაქტის ხაზის მიღმა.

თანათავმჯდომარეები შეშფოთებულნი არიან მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეები ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობიანი სამიზნეების დაბომბვა მიუღებელია ნებისმიერ ვითარებაში.