ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს
ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს

ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი თბილისშია. საქართველოში ვიზიტის შესახებ ჰელგა მარია შმიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას. ეუთო-ს გენერალური მდივანი ასევე ამბობს, რომ სურს, ნახოს კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა.

„ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას და საკუთარი თვალით მსურს, ვნახო კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. ეუთო განაგრძობს მსგავსი ძალისხმევის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, – აცხადებს ჰელგა მარია შმიდი.

დატოვე კომენტარი