ეუთო დონეცკსა და ლუგანსკში მათი მონიტორინგის მისიის წევრების დაკავების შესახებ იუწყება

17:17, 24.04.2022

ეუთო დონეცკსა და ლუგანსკში მათი მონიტორინგის მისიის წევრების დაკავების შესახებ იუწყება და შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაცია მათი გათავისუფლებისთვის ყველა შესაძლო არხს მიმართავს.

„ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია, რომ სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუგანსკში თავისუფლება აღუკვეთეს. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი პერსონალის გათავისუფლებას“, – ნათქვამია ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი