EURONEWS-მა სუხიშვილების ანსამბლის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა
EURONEWS-მა  სუხიშვილების ანსამბლის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა

სვეტიცხოვლის ტაძრის შემდეგ „ევრონიუსი“ საქართველოს შესახებ კიდევ ერთ რეპორტაჟს აქვეყნებს. რეპორტჟი მაყურებელს ანსამბლ „სუხიშვილების“ დაარსების ისტორიას უამბობს. ავტორი ქართული ეროვნული ბალეტის  რეპეტიციას დაესწრო და ინტერვიუები ანსამბლის დირექტორთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან, ნინო სუხიშვილთან ჩაწერა.

„ქართული ცეკვა ძალზედ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში და აერთიანებს საქართველოს ყველა კუთხეს“,- ამბობს ნინო სუხიშვილი „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რეპორტაჟის ავტორი ვოლფგან სპინდლერი ანსამბლის 70 წლიან ისტორიას ყვება, „სუხიშვილების“ ერთ- ერთი სოლისტი კი ჟურნალისტს ქართულ ილეთებს ასწავლის.

ტრადიციული და თანამედროვე ქართული ცეკვის ისტორია “ევრონიუსის” ოფიციალურ გვერდზეც განთავსდა. რეპორტაჟის ავტორმა მაყურებელს ისიც უთხრა, რომ ანსამბლი სუხიშვილები ყოველ შაბათს საქართველოს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მთელი ზაფხულის განმავლობაში ღია ცის ქვეშ, უსასყიდლო კონცერტებს გამართავს.