Euronews - ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულებს ინდოეთში სიკვდილით დასჯიან
ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ადამიანებს ინდოეთში სიკვდილით დასჯიან.
Euronews-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ მიიღო.
გადაწყვეტილება ძალაში ექვსი თვის ვადაში შევა. ამ დროის განმავლობაში, პრეზიდენტმა კანონს ხელი უნდა მოაწეროს.
ინდოეთში მასობრივი საპროტესტო აქციები თვის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ზონაში მუსლიმ არასრულწოვან გოგონაზე ინდუსებმა იძალადეს.
ინდოეთის დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის 18 862 შემთხვევა გამოვლინდა.