ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება იწყება
ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება იწყება

21 მარტს იტალიაში სტარტს აიღებს მსოფლიო თასის გათამაშება ეტლით ფარიკაობაში. საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები უკვე ქალაქ პიზაში იმყოფება.

ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში მედლებისთვის მსოფლიო თასების თოთხმეტგზის გამარჯვებული ირმა ხეცურიანი, მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ნინა თიბილაშვილი და ახალბედა გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელია მალხაზ მესხი.

პიზაში გასამართი მსოფლიო თასი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო შეჯიბრია. ქართველი პარასპორსმენები ასპარეზობაში 22 მარტს ჩაებმებიან. სწორედ ამ დღეს გათმაშდება მედლები ხმლით ფარიკაობაში, როგორც „ა“ ისე „ბ“ კატეგორიაში.

23 მარტს კი გამარჯვებულები რაპირისტთა შორის გამოვლინდებიან.