ეტლით ფარიკაობა | ნინა თიბილაშვილმა სამხრეთკორეელი კვონი დაამარცხა და პარალიმპიადის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარამოფარიკავემ, ნინა თიბილაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში სამხრეთკორეელ კეონგ კვონს 15:5 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.
ტურნირზე ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს დღეს გამომსვლელი მეორე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანიც. მისი მეტოქე პოლონელი იადვიგა პაჩეკი იქნება. რაც შეეხება ნინა თიბილაშვილს, მეოთხედფინალში იგი ჰონგკონგელ ჩუი იუს დაუპირისპირდება.