ეტლით ფარიკაობა | ნინა თიბილაშვილმა რაპირით ასპარეზობაში პარალიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ნინა თიბილაშვილმა რაპირით ასპარეზობაში გამოსვლა დაასრულა.
ნინო თიბილაშვილმა 3 სექტემბერს ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამჯერად კი რაპირაში გამოდიოდა, სადაც შეჯიბრის რეპეშაჟში ფრანგ ბრიანა ვიდეს შეხვდა და 5:15 დამარცხდა. რ
Რაც შეეხება ირმა ხეცურიანს, მან მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში იაპონელ ანრი საკურაისთან წააგო და რეპეჟაში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ელენ გიდსი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.