ეტლით ფარიკაობა | ხეცურიანი რეპეშაჟში დამარცხდა და პარალიმპიადაზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში გამოსვლა დაასრულა.
ქართველი პარასპორტსმენი მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ორი გამარჯვების შემდეგ ძლიერ ჩინელ ეტლით მოფარიკავესთან წააგო და პარალიმპიადას დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.