ეტლით ფარიკაობა | ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში პარალიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენმა პარასპორტსმენმა ბრაზილიელი მონიკა სანტოსი 15:13 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
შეჯიბრებაზე რამდენიმე წუთში პირველ დაპირისპირებას გამართავს კიდევ ერთი ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.