ეტლით ფარიკაობა | ირმა ხეცურიანმა პარიზის პარალიმპიადაზე მეორე ბრძოლაც მოიგო და ნახევარფინალშია #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
ჩვენმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში პოლონელ იადვიგა პაჩეკს 15:9 მოუგო. ნახევარფინალში ირმა ხეცურიანი ჩინელ რონგ ქსიაოს დაუპირისპირდება.
ტურნირზე რამდენიმე წუთში მეოთხედფინალურ დაპირისპირებას გამართავს ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.