ეტლით ფარიკაობა | ირმა ხეცურიანი პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს 1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველი პარასპორტსმენი ტურნირის ნახევარფინალში ხმლით ფარიკაობაში ჩინელ რონგ ქსიაოსთა 5:15 დამარცხდა. ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში ჩინელ ლან ჟუ აოს შეხვდება
ტურნირზე ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამართავს კიდევ ერთი ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.