ეთიოპიელ სპრინტერს მსოფლიო რეკორდამდე ორი წამი დააკლდა
ეთიოპიელ სპრინტერს მსოფლიო რეკორდამდე ორი წამი დააკლდა

ეთიოპიელმა კენენისა ბეკელემ მხოლოდ ორი წამით მეტი მოანდომა ბერლინის მარათონის დასრულებას, ვიდრე ეს მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად იყო საჭირო. 42 კილომეტრი 37 წლის სპორტსმენმა ორ საათში, ერთ წუთსა და 41 წამში გაიარა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო რეკორდი კენიელ ელიუდ კიპჩოგეს ეკუთვნის, რომელმაც გასულ წელს, ამავე მარათონზე, 2:01:39 დააფიქსირა. შესაბამისად, ბეკელეს შედეგი მეორეა ბერილინის მარათონის ისტორიაში.

„ძალიან ვნანობ, რომ არ გამიმართლა, მაგრამ მაინც არ დავნებდები და ამას აუცილებლად გავაკეთებ“, – განაცხადა ეთიოპიელმა ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ.

ელიუდ კიპჩოგე წელს ამ შეჯიბრში მონაწილეობას არ იღებდა, რადგან 12 ოქტომბერს ვენაში გასამართი მარათონისთვის ემზადება.