ეთიოპიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ახლობლებს მიცვალებულის გაცო​ცხლებას დაპირდა

07:34, 22.07.2018

ეთიოპიაში დააკავეს პირი, რომელიც ახლობლებს მიცვალებულის გაცო​ცხლებას დაპირდა. გატაიკალ აიუელე საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებდა. ის ავარიისას დაღუპული ადამიანის გაცოცხლებას აპირებდა. როგორც ცნობილია, მან ოჯახის წევრებს, საფლავის ამოთხრა დაავალა, კუბო გახსნა, ცხედარს ზედ დააწვა და წამოდგომა რამდენჯერმე უბრძანა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ე.წ. წინასწარმეტყველი საფლავიდან ამოვიდა და გაქცევას შეეცადა. ის გარდაცვლილის ნათესავებმა სცემეს, შემდეგ კი პოლიციამ დააკავა.

მიცვალებულის გაცოცხლების მცდელობის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა.

მსგავსი