ეთერ ლიპარტელიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

16:04, 11.11.2020

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ლიდერის, ეთერ ლიპარტელიანის ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე უარყოფითია და ის 19-21 ნოემბერს ჩეხეთში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ქალთა ნაკრების დანარჩენ წევრებს განმეორებითი ტესტირება არ ჩატარებიათ.

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია თენაძის განცხადებით, ეთერ ლიპარტელიანის გარდა, საქართველოს ნაკრების ღირსებას ტატიანა ლევიცკა-შუკვანი დაიცავს.

მსგავსი