ეთერ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გარნდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ორი ქართველი – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) გადავიდნენ.
ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის მსოფლიო ჩემპიონს, იაპონელ მომო ტამაოკის შეხვდა და ძლიერ მეტოქესთან შებოჭვით დამარცხდა. ჩხვიმიანმა კი შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა და ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ იუსიფოვთან დათმო.
დღეს გრანდ სლემზე გამომსვლელმა მესამე ქართველმა, ამირან დარბაისელმა (60კგ) პირველივე დაპირისპირება თურქმენ ჯუმაიევთან დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
ხვალ ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ერთი წევრი, ლევან გუგავა (81კგ) იასპარეზებს.